სეულში, ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების საერთაშორისო გამოფენა მიმდინარეობს. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, გამოფენაში ქართული ღვინის მწარმოებელი 14 კომპანია მონაწილეობს. სამდღიანი გამოფენის ფარგლებში, ქართველ ღვინის მწარმოებლებს შესაძლებლობა აქვთ, საკუთარი პროდუქცია ადგილობრივ პროფესიონალებს გააცნონ, რაც ქართული ღვინით დაინტერესებულთა რაოდენობას კიდევ უფრო გაზრდის.