„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ“ ენერგეტიკის სექტორში არსებული ძირითადი ტენდენციები შეისწავლა. საუბარია 2010-2022 წლებზე. არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლების თქმით, გამოიკვეთა, რომ ელექტროენერგიის შიდა მოხმარება უფრო მეტად გაიზარდა, ვიდრე გამომუშავება, რამაც ელექტროენერგიის იმპორტის ზრდა გამოიწვია. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ ბოლო წლებში რუსეთიდან იმპორტის ზრდის მიუხედავად, საქართველო რუსულ ელექტროენერგიაზე მნიშვნელოვნად არ არის დამოკიდებული.