საერთაშორისო ფორუმი m&i Tbilisi 2024

თბილისში მიმდინარე საქმიანი ტურიზმის საერთაშორისო ფორუმის მონაწილეებისთვის ინფოტური გაიმართა. ევროპიდან პოტენციური დამკვეთი, სერვისის მიმწოდებელი კომპანიისა და ბიზნესტურიზმის სფეროს წარმომადგენლები დედაქალაქის ისტორიულ უბნებს გაეცნენ. საერთაშორისო ფორუმი 4 ივლისის ჩათვლით ტარდება. შეხვედრები იმართება ადგილობრივი ტურისტული სექტორის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლებთან.