იყო თუ არა მოდა საბჭოთა კავშირში? ეს კითხვა ბევრჯერ დაისვა, თუმცა ერთმნიშვნელოვანი პასუხი დღემდე არ არსებობს.
დოკუმენტურ ფილმში მოთხრობილია სხვადასხვა პერიოდის სამოსთან დაკავშირებული ისტორიები და ფაქტები.
რა შედეგი მოაქვს სახელმწიფოს მცდელობას, თავად განუსაზღვროს მოქალაქეებს ჩაცმულობის სტილი, ჩამოუყალიბოს გემოვნება, სამოსი იდეოლოგიურ იარაღად აქციოს;
ფილმში ნაჩვენებია, როგორ ცდილობენ ადამიანები გაექცნენ ერფეროვნებას, რა საშუალებებითა და გზებით მოიპოვებენ საბჭოთა სტანდარტისგან განსხვავებულ სამოსს და როგორ იბრძვის ამის წინააღმდეგ სახელმწიფო.
ეს ისტორიები, დღევანდელ დღეს, შესაძლებელია, დაუჯერებელი და ღიმილისმომგვრელი იყოს, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობისათვის, მაგრამ საბჭოთა კავშირის დროს ეს ყოველდღურობის განუყოფელი ნაწილი იყო.
დოკუმენტურ ფილმში ასევე, მოთხრობილია, თბილისის ყველაზე ცნობილი მკერავის – ალექსანდრე ახვლედიანის, იგივე, „საშა პარტნოის“ ისტორია.
სცენარის ავტორი: ნინო კაკაურიძე, რეჟისორი: ლევან ადამია