„საბავშვო ევროვიზია - 2021“

„საბავშვო ევროვიზიის“ რიგით მე-19 კონკურსის ფინალისთვის 19 ქვეყნის მონაწილე ემზადება. მათ შორის კონკურსის ერთ-ერთი ფავორიტი, ქართველი მონაწილე ნიკო ქაჯაიაა. საქართველოს პირველი არხის საბავშვო მეგაპროექტრანინას გამარჯვებული და წლევანდელი „საბავშვო ევროვიზიის“ ხმა საქართველოდან სცენაზე მეორე ნომრად იმღერებს.

პარიზის „ლა სენ მუსიქალის“ დარბაზში კონკურსის ფინალი ხვალ, თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება – საზოგადოებრივი მაუწყებელი ტრანსლაციას პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ. მანამდე კი გავიხსენოთ, როგორ ემზადებოდა ათი წლის ნიკო ქაჯაია შოუსთვის.

მარიკა შალიკაშვილი გვიერთდება პარიზიდან, სადაც სულ ცოტა ხნის წინ „საბავშვო ევროვიზიის“ გენერალური რეპეტიცია დასრულდა.

ვებგვერდზე https://vote.junioreurovision.tv/ ხმა მივცეთ ქართველ კონკურსანტ ნიკო ქაჯაიას.

https://vote.junioreurovision.tv/

ევროვიზია

რანინა