ადვოკატები მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ. ინტერესების დამცველების ცნობით, ღამე სააკაშვილის ანალიზებში ერთ-ერთი სასიცოცხლო მაჩვენებელი კრიტიკულ ზღვრამდე დაეცა და დასტაბილურება რეანიმატოლოგთა ჩარევის შემდეგ მოხერხდა.