მიხეილ სააკაშვილის საქმე სტრასბურგის სასამართლოს სავარაუდოდ ხვალ გაეგზავნება. საქმე ეხება ექსპრეზიდენტისთვის სასჯელის გადავადების საკითხს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. სააკაშვილის გარემოცვის განმარტებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.
საკითხს აფასებს პოლიტიკური სპექტრიც, ოპოზიციის ნაწილის განმარტებით, სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანა გააჯანსაღებს ქვეყანაში პოლიტიკურ პროცესებს. მმართველი გუნდის განცხადებით, ადგილი აქვს თვითდაზიანებას. ისინი მოუწოდებენ ექსპრეზიდენტს, დაიწყოს საკვების მიღება.