რვა წლის გიორგი ბერიშვილს საზოგადოების დახმარება სჭირდება. რამდენიმე თვის წინ პატარა გიორგიმ სიმსივნე დაამარცხა, თუმცა მას აქვს გართულებები. აწუხებს ჰაერის უკმარისობა და არის ჟანგბადზე დამოკიდებული. მისი მკურნალობა სოლიდურ თანხას უკავშირდება. გიორგი ბერიშვილის დახმარების მსურველებს თანხის ჩარიცხვა ეკრანზე მითითებული ანგარიშის ნომრებზე შეგიძლიათ.