რუსთავში „ოქსიგენ ფესტი“ მიმდინარეობს – მთავარი მუსიკალური დღეები დანიური ჯგუფის Outlandish-ის და KORDZ-ის კონცერტით დაიწყო. დღეს კი საფესტივალო სივრცეში სტეფანესა და „შერეკილების“ კონცერტი გაიმართება. ფესტივალი ხვალ დაიხურება.
საფესტივალო სივრცე რუსთავის პარკშია მოწყობილი და სხვადასხვა მუსიკალურ ჯგუფებსა და სტუმრებს უკვე ერთი თვეა მასპინძლობს. „ოქსიგენ ფესტი“ რუსთავის მერიისა და „ოქსიგენის“ ორგანიზებით იმართება.