რუსთავის მასშტაბით, შვიდი ინფიცირებულია

ყურადღების ცენტრშია ქვემო ქართლიც. რუსთავის მასშტაბით, სულ შვიდი ინფიცირებულია, მათ შორის საკრებულოს დეპუტატი და მისი ოჯახის რამდენიმე წევრი. 

ქალაქის „ცხელების ცენტრში“ შეყვანილი ცხრა პირი კორონავირუსზე უარყოფითია. ყველა მათგანი უცხოეთიდან ჩამოსული მოქალაქეები არიან. ამოქმედებულია ქოლცენტრიც. საჭიროების შემთხვევაში, რუსთავის მცხოვრებლებს შეუძლიათ სერვისით 24 საათის განმავლობაში ისარგებლონ.

რუსუდან ლოლაძე დეტალებით რუსთავიდან.