სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“-ის საქმეზე ჯარჯი აქიმიძისა და დავით დვალის სარჩელი არ დააკმაყოფილა. საქალაქო სასამართლოს განაჩენი ძალაში დარჩა. გადაწყვეტილებით კმაყოფილია ტელეკომპანია „რუსთავი-2“ და ქიბარ ხალვაშის უფლებადამცველი პაატა სალია. მისი განმარტებით, დასაბუთების ჩაბარების შემდეგ, მიიღებს გადაწყვეტილებას მათ სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.
მოსარჩელე მხარისთვის მეორე ინსტანციის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ ყოფილა. ადვოკატი კახა კოჟორიძე ამბობს, რომ სასამართლო დავა უზენაესში გაგრძელდება. ხოლო იმ შემთხვევაში, თუ იქაც არ დაკმაყოფილდა მათი მოთხოვნა, დავა სტრასბურგში გადაინაცვლებს.
შეგახსენებთ, რომ დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე „რუსთავი 2“-ის 60%-პროცენტიანი წილის დაბრუნებას ითხოვენ. სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში, დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე, „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი დააყადაღა.