საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა გრძელდება – პროცესი დასკვნით ეტაპზეა. კომპანიის თანადამფუძნებლებსა და ქიბარ ხალვაშს შორის რამდენიმეწლიანი დავის შემდეგ, სასამართლო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს.
საუბარია „რუსთავი 2“-ის 60%-პროცენტიან წილზე, რომლის დაბრუნებასაც დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე ითხოვენ. სასამართლომ ჯერ კიდევ 2019 წლის ოქტომბერში დვალისა და აქიმიძის მიმართვის საფუძველზე დააყადაღა „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილი.