ბოლო 24 საათში, დონეცკის ოლქში ოკუპანტებმა შვიდი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს, დაჭრილია ცხრა ადამიანი. ინფორმაციას უკრაინის ხელისუფლება ავრცელებს. მათი ცნობით, რუსეთის არმია უკრაინაზე შეტევას ორი მიმართულებიდან ცდილობს. რუსმა ჯარისკაცებმა იერიში სცადეს ავდეევკისა და ბახმუტის მიმართულებიდანაც. ახლა კი ოკუპანტები დონეცკის რაიონის დასავლეთით კონტროლირებადი ტერიტორიის გაფართოვებას ცდილობენ.
უკრაინის გენშტაბის ცნობით, რუსეთის არმია სხვადასხვა დასახლებულ პუნქტებში ცეცხლს სამხედრო და სამოქალაქო ინფრასტრუქტურას უხსნის. ადგილობრივი მედია იუწყება, რომ რუსების სარაკეტო იერიშები განხორციელდა დნეპროპეტროვსკზე. დღეს დილით ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა ქალაქ ნიკოლაევშიც. რუსებმა სარაკეტო დარტყმა მიიტანეს ზაპოროჟიეშიც. მთავარი სამიზნე ინფრასტრუქტურული ობიექტი იყო.