რუსეთის ომი უკრაინაში – ამ სახელწოდების კონფერენცია გაიმართა „ალტე უნივერსიტეტში“, ღონისძება მიზნად ისახავდა უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, ასევე რუსეთის აგრესიის შესახებ ცნობიერების ამაღლებას. ღონისძიებაზე მოხსენებით წარდგა ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს წარმომადგენელი ბობ ჰამილტონი, ასევე შტატების არმიის თადარიგის ვიცეპოლკოვნიკი ჯონ ბუშიჰედი.
კონფერენციის მსვლელობის დროს სფეროს ექსპერტებმა კრიზისი შეაფასეს, ისაუბრეს პროპაგანდის გავლენის თავიდან აცილების გზებზე და მოვლენების განვითარების შესაძლო სცენარებზე. მათი განცხადებით, რუსეთის მიერ უკრაინაში განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია და მტრული პროპაგანდა გაცილებით მეტია, ვიდრე საერთაშორისო საჯარო სამართლის წესების დარღვევა, რაც როგორც სახელმწიფოებრივ, ისე აკადემიურ დონეზე საჭიროებს საპასუხო ღონისძიებების განხორციელებას.