უკრაინაში მიმდინარე ომი და მისი შეჩერების გზები საუბრის მთავარი თემაა ანტალიაში მიმდინარე დიპლომატიურ ფორუმზე. ფორუმის დაწყებამდე გუშინ ადგილზე უკრაინის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების მოლაპარაკება გაიმართა. უკვე დღეს, ანტალიაში იმყოფება ნატოს გენერალური მდივანიც. ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა თურქეთის პრეზიდენტი. ერდოღანმა სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ სამხედრო აგრესია მკაცრად დაგმო და 2014 წლის მოვლენებზე დასავლეთის არასაკმარისი რეაქცია გააკრიტიკა.
ანტალიაში მიმდინარე რიგით მეორე დიპლომატიურ ფორუმს სალომე ქოქიაშვილი აშუქებს.