რუსეთ-უკრაინის პირობები და საბოლოო შეთანხმების მოლოდინი. ვინ რას დათმობს ომის დასასრულებლად.
სტამბოლში გამართულ შეხვედრაზე მხარეებს დოკუმენტზე ხელი არ მოუწერიათ, თუმცა საჯაროდ პირველად კონკრეტული პუნქტები გააჟღერეს. ყველაზე მნიშვნელოვანი პროგრესი მიღწეულია, – განაცხადა თურქეთის პირველმა დიპლომატმა. ნეიტრალიტეტის სანაცვლოდ უკრაინა უსაფრთხოების ახალ საერთაშორისო გარანტიებს ითხოვს. კიევი ასევე გამოდის ინიციატივით, რომ ყირიმის საკითხი 15 წლის განმავლობაში მოლაპარაკებების გზით გადაიჭრას. დროებით ოკუპირებულ დონბასზე კი პრეზიდენტებმა მიაღწიონ შეთანხმებას. პარალელურად რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინაში კონფლიქტის დეესკალაციისთვის ორ ნაბიჯს დგამს. კიევისა და ჩერნიგოვის მიმართულებით კი სამხედრო აქტივობის რადიკალურად შემცირების გადაწყვეტილებას იღებს.
ლევან ახალაია 5-საათიანი შეხვედრის და მხარეთა პოზიციების შესახებ.