კახეთის რეგიონში რთველი აქტიურ ფაზაშია – დედოფლისწყაროსა და სიღნაღის შემდეგ, მევენახეები ყურძნის მოსავალს თელავში, გურჯაანსა და ყვარელშიც აბინავებენ. 10 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში გადამუშავებულია 56 ათას ტონამდე ყურძენი. პროცესში ყოველდღიურად 70-მდე კომპანია და მარანია ჩართული. წელს ყურძნის საპროგნოზო მოსავალი 300 ათას ტონას შეადგენს.