კახეთში რთველისთვის ემზადებიან – დღეს საკოორდინაციო შტაბი გაიხსნა. მოსავლის რეალიზაციისთვის სახელმწიფო სუბსიდირების პროგრამა წელსაც იმოქმედებს. სუბსიდიის მისაღებად კომპანიებმა რამდენიმე პირობა უნდა დაიცვან.
საკოორდინაციო შტაბში დარეგისტრირება ნებისმიერ მეღვინეს შეუძლია. ბიუჯეტიდან გამოყოფილი 85 მილიონი ლარიდან 50 მილიონი კი სახელმწიფოს მიერ ბაზარზე დარჩენილი ჭარბი ყურძნის შესყიდვისთვისაა გათვალისწინებული.
როგორია მევენახეთა წლევანდელი პროგნოზები – რეპორტაჟი კახეთიდან.