48 გარდაცვლილი და ინფიცირების 3 803 ახალი შემთხვევა – ეპიდემიური სურათი არ იცვლება, სიტუაცია ისევ რთულია. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,3%-ით განისაზღვრა, რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. გადატვირთული საავადმყოფოების ფონზე, იზრდება მიმართვიანობა საველე ჰოსპიტალშიც, მხოლოდ წუხანდელი ღამის შემდეგ, სპეციალურად მოწყობილ სივრცეში კიდევ 29 პაციენტი შეიყვანეს. როგორია მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა – თეო ბარბაქაძე გვიერთდება დეტალებით.