28, 82% – კოვიდის გავრცელების დადებითობის მაჩვენებელი უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზეა. ასეთი მონაცემი ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე არ დაფიქსირებულა. გასულ დღე-ღამეში 13 150 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 35 პაციენტი. განსაკუთრებით მომატებულია ვირუსის მაჩვენებელი ბავშვებში.
ციციშვილის სახელობის კლინიკაში მიმართვიანობა გაზრდილია. საავადმყოფოში ამ ეტაპზე სამი კრიტიკულად მძიმე პაციენტი ჰყავთ. სპეციალისტები მოქალაქეებს აცრისკენ და რეგულაციების, განსაკუთრებით კი პირბადის სწორი ტარებისკენ მოუწოდებენ.