როინ შავაძის მკვლელობის საქმე. უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებაში ბრალდებულის, აჭარის კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილის, ალი ბალაძის ეპიზოდი ნაფიცი მსაჯულების ჩართულობით გრძელდება. მოსამართლემ მათ უფლება-მოვალეობები და საქმის გარემოებები გააცნო. წილისყრით გამოვლინდა უფროსი ნაფიცი მსაჯულიც. დღესვე იგეგმება ბრალდებისა და დაცვის მხარეების შესავალი სიტყვები.
ალი ბალაძის ადვოკატი ამბობს, რომ საქმეში არსებული ბრალის გამომრიცხავი მტკიცებულებები მსაჯულებს მისი დაცვის ქვეშ მყოფის უდანაშაულობაში დაარწმუნებს. პროკურორის მტკიცებით კი, მათი მყარი მტკიცებულებებით ბრალდებულთა დანაშაული დასტურდება. ნაფიცი მსაჯულები ორმა ბრალდებულმა მოითხოვა. დანარჩენი რვა პირის საქმეს არსებითად მოსამართლე იხილავს. ორი დაკავებულის საქმე კი ძიებაშია და სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.