როინ შავაძის მკვლელობის საქმე. პროცესი ნაფიცი მსაჯულების ჩართულობით გრძელდება. საუბარია ყოფილი სპეცრაზმელების ბრალდების ეპიზოდზე. სხდომა რამდენიმე წუთის წინ დაიწყო. დღეს ბრალდებისა და დაცვის მხარეები შესავალ სიტყვებს იტყვიან. პროკურორის თქმით, ორივე ყოფილი სპეცრაზმელის წინააღმდეგ ბრალდების მხარეს დანაშაულის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები გააჩნია და შეძლებენ ამაში ნაფიცი მსაჯულების დარწმუნებას.
ადვოკატები კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ. ნაფიცი მსაჯულები ორმა ბრალდებულმა მოითხოვა. დანარჩენი ბრალდებულების – რვა პირის საქმეს არსებითად მოსამართლე იხილავს. ორი დაკავებულის საქმე კი ძიებაშია და სასამართლო განხილვა ჯერ არ დაწყებულა.