ამ წუთებში მთავრობის კანცელარიასთან საპროტესტო აქცია იწყება – ტურიზმის სექტორის გახსნის მოთხოვნით ადგილზე იკრიბებიან სასტუმროების, რესტორნების, სამთო-სათხილამურო კურორტების წარმომადგენლები. ისინი მთავრობას იმ მოთხოვნების შესრულებას სთხოვენ, რომლებიც პუნქტებად გაწერილი ხელისუფლებას რამდენიმე დღის წინ გაუგზავნეს.
მარიამ ბერძენიშვილი უფრო დეტალურად გვეტყვის – რა მოთხოვნები აქვთ აქციის მონაწილეებს.