რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ახალი ინიციატივით გამოდის. შოთა ბურჯანაძის განცხადებით, მის საკუთრებაში არსებულ რესტორნებში ვაქცინირებული ადამიანები მომსახურებაზე ფასდაკლებას მიიღებენ, ხოლო თანამშრომლები დანამატებს.
როგორც ბურჯანაძე განმარტავს, რესტორანში შესვლისას ადამიანმა აცრის საბუთი უნდა აჩვენოს. რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი ამბობს, რომ ინიციატივაში სხვა რესტორნების ჩართულობის მხრივ მუშაობა მიმდინარეობს.