კორონავირუსთან დაკავშირებით, რესპუბლიკური საავადმყოფო საკარანტინო ზონად გამოცხადდება. კლინიკის დირექტორის ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულება მთლიანად გათავისუფლდება და საკარანტინო ზონის შესაქმნელად მოემზადება.
რესპუბლიკურ საავადმყოფოში შეყვანილი პაციენტები მედიკოსების დაკვირვების ქვეშ იქნებიან. ჩატარდება შესაბამისი გამოკვლევებიც. კლინიკაში ამ დროისთვის მყოფ პაციენტებს სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილებენ და უკვე ხვალ დილისთვის, რესპუბლიკური საავადმყოფო სრულად იქნება მზად, საჭიროების შემთხვევაში, 88 პაციენტი მიიღოს.