რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმების აქცია – დასაქმებულები, კლინიკის შენობის დემონტაჟის გადაწყვეტილების შესაცვლელად სასამართლოს მიმართავენ. სარჩელის ავტორები, ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოცხადებული რეორგანიზაციის გაუქმებას ითხოვენ. განცხადებას 630 დასაქმებულიდან დაახლოებით 200 თანამშრომელი აწერს ხელს. მათთვის სამინისტროს მიერ კომპენსაციების პაკეტი და დასაქმების შეთავაზება მიუღებელია.
მედპერსონალი ახალი სამედიცინო ცენტრის მშენებლობას მუშაობის უწყვეტობის პარალელურად ითხოვს. თავის მხრივ, ჯანდაცვის სამინისტრო მოლაპარაკებებისთვის მზაობას ისევ გამოთქვამს.