„რესპუბლიკური პარტიის“ განცხადება

მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, განცხადებას ავრცელებენ რესპუბლიკელებიც, სადაც ვკითხულობთ, რომ პარტიას კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნია ბოლო დღეებში მიმდინარე საპროტესტო აქციების ხელოვნურად გადაყვანა ფსევდორევოლუციურ სცენარში.

 რესპუბლიკელები მხარს უჭერენ ზაზა სარალიძეს, ითხოვენ დამნაშავეების დასჯას, თუმცა წერენ, რომ გუშინ ღამით განვითარებულმა მოვლენებმა ბიძგი მისცა ამ სამართლიანი პროტესტის ხელოვნურად გადაყვანას ორმხრივ, რეალურად ორპარტიულ დაპირისპირებაში.

პროცესებს გამოეხმაურა მერობის ყოფილი კანდიდატი ალეკო ელისაშვილიც, რომელიც დილით რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა.