რეგულაციებზე კონტროლი მკაცრდება

დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის ტარება სავალდებულო გახდა. წესის დარღვევა კი დაჯარიმებას გამოიწვევს. ამასთან, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, ტრანსპორტსა და რესტორნებში დადგენილი რეგულაციისა და სტანდარტის კონტროლი მკაცრდება.

ინსპექტირება მთელი ქვეყნის მასშტაბით უკვე დაწყებულია. სპეციალისტები ობიექტებს ამოწმებენ. შემოწმებისას ინსპექტირების დეპარტამენტის წარმომადგენლები, სპეციალურ ფორმებში ჩაცმულები, ვიდეოკამერებით იქნებიან აღჭურვილები. დარღვევის გამოვლენის შემთხვევაში, ფიზიკურ პირს 10 000 ლარის გადახდა მოუწევს.