რეფინანსირების განაკვეთი შემცირდა და 8 % შეადგინა. ეს კი ნიშნავს, რომ 180 ათასამდე მოქალაქეს საბანკო სესხზე ყოველთვიური საპროცენტო გადასახადი შეუმცირდება. ეროვნული ბანკი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას განაგრძობს. გადაწყვეტილებას ეროვნული ბანკი ქვეყანაში არსებულ სტაბილურ ინფლაციურ გარემოს უკავშირებს.
2024 წლის აპრილში ფასების საერთო დონე წლიურად 1.5 პროცენტით გაიზარდა, ხოლო საბაზო ინფლაციამ 2.3 პროცენტი შეადგინა. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 19 ივნისს ჩატარდება.