რეფინანსირების განაკვეთი, უცვლელად რვა პროცენტზე დარჩა. ეროვნული ბანკის განმარტებით, ინფლაცია კვლავ მიზნობრივი მაჩვენებლის ქვემოთაა. თუმცა, ბოლო პერიოდში, შიდა და გარე გამოწვევების ფონზე გაურკვევლობამ მოიმატა, რაც ინფლაციურ რისკებს ზრდის. ამასთანავე, ნავთობზე საერთაშორისო ფასები შემცირდა, თუმცა სურსათის ფასების საერთაშორისო ინდექსი ბოლო ორი თვეა იზრდება.
შესაბამისად, ეროვნული ბანკი დააკვირდება ინფლაციურ პროცესებს და მომდევნო სხდომაზე, რომელიც 31 ივლისს ჩატარდება, შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.