რეფინანსირების განაკვეთი

რეფინანსირების განაკვეთი 0.5 პროცენტით, 9 პროცენტამდე შემცირდა. როგორც ეროვნულ ბანკში აცხადებენ, საქართველოში დაბალინფლაციური გარემო ნარჩუნდება და მთლიანი ინფლაცია კვლავ მიზნობრივ მაჩვენებელზე დაბლაა. ნათია თურნავას განცხადებით, დაბალი ინფლაცია შიდა და საგარეო ფაქტორების ერთობლიობის შედეგია.

შესაბამისად, ეროვნული ბანკი მკაცრი მონეტარული პოლიტიკის შემსუბუქებას აგრძელებს. მონეტარული პოლიტიკის კომიტეტის შემდეგი სხდომა 2024 წლის 13 მარტს ჩატარდება.