რატომ გადაწყდა საპარლამენტო უმრავლესობაში ახალი ფრაქციების შექმნა - უმრავლესობისა და ოპოზიციის არგუმენტები

რატომ გადაწყდა საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქციის შექმნა. უმრავლესობა რამდენიმე არგუმენტს ასახელებს, რომელთა შორის ერთ-ერთი დეპუტატებისთვის მეტი შესაძლებლობის შექმნაა. ოპოზიციის ნაწილი კი ცვლილებას კრიტიკით ხვდება, რადგან მიაჩნია, რომ საკანონმდებლო ორგანოს დამატებითი ხარჯის გაღება მოუწევს.

პარლამენტის თავმჯდომარემ დღეს დაადასტურა, რომ რამდენიმე კვირაში პარლამენტში უკვე 8 ფრაქცია იმუშავებს. ცნობილია ერთ-ერთი ფრაქციის მომავალი თავმჯდომარის ვინაობაც.

პირველი არხის ინფორმაციით, გოჩა ენუქიძის პარტიაში დაახლოებით 15 დეპუტატი შევა.