ექვსის ნაცვლად, რვა ფრაქცია - ირაკლი კობახიძემ დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება

ახალი წლისთვის პარლამენტს ექვსის ნაცვლად, რვა ფრაქცია ეყოლება. პარლამენტის თავმჯდომარემ დაადასტურა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში ორი ახალი ფრაქცია იქმნება და ამ თემაზე კონსულტაციები პრემიერთანაც გაიმართა.

ირაკლი კობახიძემ კომენტარი ჟურნალისტებთან რამდენიმე წუთის წინ გააკეთა. მის განცხადებას მარიამ მენაბდე გაგვაცნობს, რომელიც პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება – კიდევ რა დეტალი გახდა ცნობილი ახალ ფრაქციებთან დაკავშირებით.