„რანინას“ კონკურსანტების დაჯილდოება

საქართველოს პირველმა არხმა საბავშვო მუსიკალური მეგაპროექტის რანინასთივე მონაწილეს საჩუქრები გადასცა. მოეწყო საზეიმო შეხვედრა, სადაც ბავშვებს არაერთი სიურპრიზი დახვდათ. კონკურსანტებს „რანინას“ ლოგოთი დაბრენდილი სხვადასხვა სიმბოლური საჩუქარი, ლეპტოპები და სიგელები გადაეცათ.

მოგვიანებით, „რანინას“ მონაწილეები საგარეჯოში გაემგზავრებიან, სადაც მათ კონკურსის გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი დახვდებათ. საგარეჯოს მუნიციპალიტეტის ორგანიზებით დაგეგმილია კონცერტიც, რომლითაც მონაწილეები ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს გამოეხმაურებიან.

რანინა