დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ „რაინეარმა“ ოპერირება ქუთაისის აეროპორტში დაიწყო. პირველი რეისი მარსელიდან შესრულდა. ხვალიდან კიდევ ერთი ახალი მიმართულება – ბოლონია დაემატება.
ავიაკომპანიასთან ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და „საქართველოს აეროპორტების გაერთიანება“ მოლაპარაკებებს წლების განმავლობაში აწარმოებდნენ, თუმცა საბოლოო ფაზა რამდენიმე თვის წინ დაიწყო და 21 აგვისტოს დასრულდა.