რაგბის კავშირის პრეზიდენტად იოსებ ტყემალაძე აირჩიეს. იგი ერთადერთი კანდიდატი იყო, თუმცა, ირაკლი აბუსერიძის მომხრეები არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევენ.
კავშირის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ, იოსებ ტყემალაძის კომენტარი ასეთი იყო: „ვნებები რომ ჩაცხრება, უსწრაფესად გადავალთ საქმეზე. სამწუხაროა, რაც შენობის გარეთ მოხდა, იცოდით, რაც იყო დაანონსებული. ყრილობაზე მოსვლა კლუბებს ძალიან გაუჭირდათ. მესმის მათი და მინდა, გადავცე, რომ მათთან თანამშრომლობას ეს ხელს არანაირად არ შეუშლის.“