მნიშვნელოვანი შეხვედრა აქვთ დღეს ქართველ მორაგბეებს. რაგბი ევროპის ჩემპიონატის 2020 წლის სეზონის დასკვნით შეხვედრაში „ბორჯღალოსნები“ რუსეთს დაუპირისპირდებიან. საქართველოს მორაგბეთა ნაკრების კაპიტნის ვარჯიშის შემდეგ, ჟურნალისტებთან ონლაინპრესკონფერენცია გამართეს „ბორჯღალოსნების“ მთავარმა მწვრთნელმა და კაპიტანმა. საუბარი ძირითადად მოსამზადებელ ეტაპს შეეხო. აღსანიშნავია, რომ „ბორჯღალოსნები“ რუსებთან მატჩს ახალგაზრდული შემადგენლობით ჩაატარებენ. ქართველ მორაგბეებს წარმატებებს უსურვებს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო. განცხადება საელჩომ დღეს გაავრცელა. შეხვედრა „მიხეილ მესხის სტადიონზე“ 15 საათზე დაიწყება.
რაგბი | საქართველო-რუსეთის ტოპ-5 ისტორიული მატჩი [ვიდეო]