რა სახის დარღვევები გამოვლინდა არჩევნების მეორე ტურში

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა, ასეთია დამკვირვებლების შეფასება.

მონიტორები კენჭისყრის პროცესს 6-ივე თვითმმართველ ერთეულში გახსნილ 317 უბანზე აკვირდებოდნენ. მათ შორის 600ზე მეტი საერთაშორისო და 18 000 ადგილობრივი.

დღის განმავლობაში დაფიქსირდა დარღვევებიც, რომელთა უმეტესობაც პროცედურული ხასიათის იყო.