რა ეტაპზეა სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის განხილვა

რა ეტაპზეა სამსონ ქუთათელაძის მკვლელობის საქმის განხილვა. მთავარი პროკურორის მოადგილე აცხადებს, რომ საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს, თუმცა ამ დროისთვის გამოძიებას ბრალდებული არ ჰყავს. გიორგი გოგაძე არ აკონკრეტებს დატოვა თუ არა სავარაუდო დამნაშავემ ქვეყანა.

საქმესთან დაკავშირებით, ჟურნალისტების შეკითხვას უპასუხა შინაგან საქმეთა მინისტრმაც.