ქუთაისის აეროპორტში შეზღუდვა მოხსნილია - ლარნაკას მიმართულებით თვითმფრინავი ამ წუთებში უნდა გაფრინდეს

რამდენიმესაათიანი ლოდინის შემდეგ, ლარნაკას და მემინგემის მიმართულებით რეისები დაინიშნა. შეფერხება აღარ არის და მგზავრები ამ წუთებში რეგისტრაციას გადიან. პრობლემა ქუთაისიდან აფრენილ თვითმფრინავს შეექმნა, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოებისას, საჰაერო ხომალდს მეხი დაეცა, რის გამოც თვითმფრინავი სოფიას აეროპორტში გადამისამართდა. რეისების აღდგენამდე ბორტს შესაბამისი შემოწმება ჩაუტარდა.