შეფერხება ქუთაისის აეროპორტში - მგზავრები ლარნაკას მიმართულებით გაფრენას ვერ ახერხებენ

შეფერხებაა ამ დრომდე ქუთაისის აეროპორტში. მგზავრები ლარნაკას მიმართულებით გაფრენას ჯერ ვერ ახერხებენ. ავიაკომპანია ვიზიარის ინფორმაციით, კავალას საერთაშორისო აეროპორტთან მიახლოებისას, საჰაერო ხომალდი, რომელიც ქუთაისიდან მიფრინავდა, მეხის დაცემის გამო, სოფიას საერთაშორისო აეროპორტში გადამისამართდა.

მგზავრების ტრანსპორტირებას სოფიადან კავალას მიმართულებით ავიაკომპანია უზრუნველყოფს. მგზავრები ქუთაისიდან ამავე თვითმფრინავით უნდა გამგზავრებულიყვნენ, რეისი 12:45 საათის ნაცვლად, სავარაუდოდ, საღამოს 6-დან 7 საათამდე შესრულდება. ამ ეტაპზე, ბორტს შემოწმება უტარდება, რომლის დასრულების შემდეგ, გაირკვევა, რა გადაწყვეტილებას მიიღებს ავიაკომპანია.