ქედაში, ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულები, წინასწარ პატიმრობაში რჩებიან
ქედაში კარიერის აფეთქების შედეგად ექვსი წლის ბავშვის დაღუპვის ფაქტთან დაკავშირებით, დაკავებული, თურქეთის სამივე მოქალაქე წინასწარ პატიმრობაში რჩება. მოსამართლემ გადაწყვეტილება ბრალდების არგუმენტების გათვალისწინებით მიიღო.
პროკურატურა კი არ გამორიცხავს, რომ მიმდინარე ძიების ფარგლებში, საქმეზე სხვა პირების პასუხისმგებლობის საკითხიც დადგეს. დაკავებულების ადვოკატები კი გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავენ.
სასამართლო პროცესს მერაბ წულუკიძე ესწრებოდა.