ჩინეთში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ფარიკაობაში საქართველოს ხმლით მოფარიკავეთა ნაკრებმა ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა. ქართველმა მოფარიკავეებმა მეოთხედფინალში მსოფლიო რეიტინგის მეოთხე გუნდი ირანი დაამარცხა.
ნახევარფინალში კი ჩვენი გუნდის მეტოქე კორეა იყო, რომელიც რეიტინგის ლიდერია. სამწუხაროდ, საქართველო ძლიერ მეტოქესთან დამარცხდა. მესამე ადგილისთვის დაპირისპირება კი უნგრეთთან დათმო და ტურნირზე ასპარეზობა მეოთხე ადგილზე დაასრულა, რაც საკმაოდ წარმატებული შედეგია.