კიევში უკრაინაში საოკუპაციო ძალებთან ბრძოლაში დაღუპული სამი ქართველი მეომრის სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. სხვა ქართველ მეომრებთან ერთად, დაღუპული მებრძოლების – ზაზა ბიწაძის, არკადი კასრაძისა და ალიკა ცაავას ხსოვნას პატივი უკრაინელმა თანამებრძოლებმა და მოქალაქეებმა მიაგეს. სამივე დაღუპულს ვარშავის გავლით საქართველოში გადმოასვენებენ.
უკრაინაში მუშაობას განაგრძობს „მოამბის“ გადამღები ჯგუფი – კიევიდან პირდაპირ კავშირზე ნოდარ ჩაჩუა და შოთა ჩოხელი გამოდიან.