კოპენჰაგენში ანსამბლმა „ბასიანმა“ ქართული ხალხური სიმღერის ლექცია-მასტერკლასი გამართა – ღონისძიებას კოპენჰაგენის წმინდა ანას სახელობის სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეები ესწრებოდნენ. სკოლის სტუდენტებმა და ანსამბლმა „ბასიანმა“ ერთობლივად შეასრულეს აჭარული „განდაგანა“ და დანიური სიმღერა. ქართული პოლიფონიური მუსიკისა და სიმღერის ნიმუშებმა სკოლა-გიმნაზიის მოსწავლეების დიდი ინტერესი და მოწონება დაიმსახურა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს კულტურის სამინისტროს ინიციატივითა და ორგანიზებით, ასევე, საქართველოს საგარეო უწყებისა და დანიაში საქართველოს საელჩოს მხარდაჭერით, კოპენჰაგენში, 24 სექტემბრიდან 3 ოქტომბრის ჩათვლით ქართული კულტურის დღეები იმართება.