ტოკიოში მიმდინარე საკვებისა და ღვინის საერთაშორისო გამოფენაში 12-მა ქართულმა ღვინის კომპანიამ მიიღო მონაწილეობა. იმის გამო, რომ წელს საქართველო აღნიშნული გამოფენის პარტნიორი ქვეყანაა, ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციაც მოეწყო. ღონისძიებას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელები უძღვებიან.