ლევილის მამულში ქართული ფესტივალი დაიხურა. 14 ივლისს, ფესტივალის ბოლო დღეს, „ბასტილიის დღის“ პატივსაცემად, ღონისძიებები დაიწყო საფრანგეთის ჰიმნის შესრულებით. სტუმრები გაეცნენ ტრადიციული ქართული სპორტის სახეობებს. ქართული საბრძოლო ხელოვნების ოსტატებმა საჩვენებელი წარმოდგენა გამართეს.
ოზურგეთის სახელმწიფო თეატრმა სტუმრებისთვის სპექტაკლი „ცისკარი“ წარმოადგინა. მაყურებლის წინაშე წარდგა ანსამბლი „ალილო“. ღონისძიება „ფოცხიშვილების“ კონცერტით დაიხურა.