ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ფესტივალი დასასრულს უახლოვდება. 24 მაისიდან ამ დრომდე საფრანგეთში ყველა შაბათ-კვირა ქართულ კულტურასა და ტრადიციებს დაეთმო. ბოლო უქმეებზე მაყურებლის წინაშე ოზურგეთის სახელმწიფო თეატრი და ანსამბლი „ფოცხიშვილები“ წარდგნენ. ხვალ კი ფესტივალი საზეიმო კონცერტით დაიხურება.
ორი თვის განმავლობაში ლევილის მამულმა 700-ზე მეტი ხელოვანი და სპორტსმენი გააერთიანა. ქართული ფესტივალი საფრანგეთში კულტურის სამინისტროს ინიციატივით უკვე მეორედ იმართება.