ლევილის მამულში ქართული ფესტივალის მეექვსე კვირა დასრულდა. მაყურებლის წინაშე წარდგნენ წალენჯიხის, ლენტეხის, ხარაგაულის, ქობულეთის, ყვარლის, გორის სალოტბარო სკოლების აღსაზრდელები. ფოლკლორულმა ანსამბლმა „ლალხორიმ“ სვანური მრავალხმიანობის უნიკალური ნიმუშები შეასრულა. ხრიდოლის ოსტატებმა სტუმრებს ქართული საბრძოლო ხელოვნების ამ სახეობის საინტერესო ილეთები აჩვენეს.
ქუთაისის თოჯინების თეატრმა სპექტაკლი „მახინჯი იხვის ჭუჭული“ წარმოადგინა. ფესტივალის მეექვსე კვირა იოსებ კეჭაყმაძის სახელობის ქუთაისის კამერულმა გუნდმა დახურა. კალიგრაფმა გიორგი სისაურმა კი სტუმრებისთვის, ორი დღის განმავლობაში, ქართული დამწერლობის მასტერკლასები ჩაატარა.
ლევილში ქართული ფესტივალი 24 მაისს დაიწყო და 14 ივლისამდე, ყოველ შაბათ-კვირას გაგრძელდება.