ქართული დელეგაციის შვედეთში ვიზიტის მთავარი გზავნილები

საქართველო რეგიონში ყველაზე სწრაფად განვითარებადი ქვეყანაა, – ეს ერთ-ერთი მთავარი გზავნილია, რომლითაც ქართული დელეგაცია შვედეთში ვიზიტს ასრულებს.

შვედეთის მეფესთან და საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს ქართულ დელეგაციასთან ერთად ხვალ სტოკჰოლმის მერი უმასპინძლებს. დღეს კი, შეხვედრები აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, პარლამენტში თემატურ ჯგუფებთან და შვედეთში მომუშავე საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან გაიმართა.

შორენა ხვიჩია თემის დეტალებით.